მკიდინგ ვორლდ-ი

სიყვარულის სექსი პოეზიასთან მხატვრული მუსიკალურობით ¬_¬

წვიმა

იცი, დღეს იწვიმა. სასიამოვნოდ იწვიმა. ორივე დავსველდით. ორივე გავგრილდით. ორივე გავიქეცით. წვიმაში პირველად მოგკიდე ხელი და პირველად დაგეხმარე უსწორმასწორო გზაზე სიარულში. უფრო მეტიც კი მომინდა. მადა ჭამაში მოდისო. მართალი ყოფილა, რას ერჩი. წვიმა, ქუხილი, ჩახუთულობისგან გაქცევა. მერე ისევ ჩახუთულობა. სულის შემზარავი ჩახუთულობა. ისევ მარტოობა. ისევ. მერე რა, რომ მე სიმღერებს ვწერ. მერე რა, რომ შენ ლამაზი ხარ. მე მაინც ჩაგკიდე ხელი, თანაც წვიმაში. ორი წამით, მაგრამ მაინც. კარგია ორი წამი, შენთან ხელჩაკიდებული ორი წამი. ამ დროს ხომ ყველაფერი უფრო წვიმიანია, ვიდრე საერთოდ. ეს კი იმაზე კარგია, ვიდრე უბრალოდ შენი ნახვა, ხელის ჩაკიდების გარეშე. არადა შენი უბრალოდ ნახვაც როგორი უზომოდ თბილი და სიხარულის მომგვრელია. გაურკვევლობა. იცი, არ მაღიზიანებს. პირველად. პირიქით, ალბათ მომწონს კიდეც. არ ვიცი რა გინდა, რას ფიქრობ, რას მეუბნები ან რისთვის. არც ის ვიცი, ხვდები თუ არა, რომ ჩემ გულში ყველაზე თბილ ადგილას ხარ მოკალათებული. არ ვიცი. ალბათ არც შენ იცი, რომ მე ვფიქრობ შენზე და თვალს გარიდებ, თითქმის ყოველთვის. გაურკვევლობა არ მაღიზიანებს. პირველად ხვალ გათენდება, როცა შენ გაიღვიძებ. არ იყო რა ცუდ ხასიათზე, კაი? მინდა, რომ მზე ანათებდეს ხვალ. მერე საღამოს, თუ გინდა ცოტა ხანი მოიწყინე. წამოვა წვიმა და იქნებ კიდევ ვისეირნოთ ერთად. ოღონდ ახლა მართლა ვისეირნოთ. აი ისე, ხელები მჭიდროდ რომ აქვთ ჩაკიდებული, გული ერთნაირად უცემთ და სიმეტრიული ნაბიჯებით მისეირნობენ. ოღონდ ორი წამი არა. ორი წამი უჰაერობაა. ერთხელ ასწრებ ჩასუნთქვას. მერე ვეღარ. აღარ მინდა უჰაერობა. მოდი ჰაერი გავინაწილოთ. შენ ჩემი ჰაერით ისუნთქე, მე კი შენით გავწმენდ ჩემ ჭუჭყიან და დალაქავებულ ცხოვრებას. მერე დილაობით გაკოცებ. ყავას მოგიდუღებ. საღამოს სამსახურში მოგაკითხავ, ჩაგეხუტები და ტკბილად გეტყვი, რომ მიყვარხარ. მერე. მერე არ ვიცი. ჩემ შვილს ელენე ერქმევა. სიამოვნებით იქნებოდა ჩემი ელენე შენსავით ლამაზი. ხანდახან მგონია, რომ რაღაც ისე არაა, როგორც უნდა იყოს. არ ვიცი. სამყაროს კანონზომიერებები არ შეესაბამება ჩემი შენდამი მიზიდულობის ძალას. ვითომ მე ვცდები თუ სამყაროში ყველაფერი მართლა გრძნობებამდე დადის? მიყვარს – ვცოცხლობ. ვგრძნობ – ვცოცხლობ. ვიხუტებ – ვცოცხლობ. ეგრეა. დღეს, კომპიუტერის ხანაში, მაინც მნიშვნელოვანია ჩვენი როლი, ადამიანების როლი. მე შენ, შენ მას, თქვენ ჩვენ, ისინი თქვენ – ყველაფერი გადაბმულია. მე მინდა ყველაზე კარგი ორქომჭედელი გავხდე და ჩემი და შენი ცხოვრების ჯაჭვები იდეალურად დავაკავშირო ერთმანეთთან. კარგი პროფესიაა ოქომჭედლობა. ჩვენ ადამიანები ვართ. ოქრომჭედლები, ფეხბურთელები, ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, სოციოლოგები. შენ ადამიანი ხარ, მეც.

მერე რა

კედლის საათის მთვრალი ისრები თამბაქოს ნისლში მშვიდად ცურავენ. თითქოს დრო გაფუჭდა, ჩაიხვია. სხვა სასაათო ზოლს უნდა გავყვე. შეშლილის გროტესკული პოზით საკუთარ თავს ვუთმობ გზას და ქუჩაში გავდივართ. აქაც თითქოს ვიღაც უჩინარს გაურბიან შავი ჩიტები. წვიმა ცრის. მხარზე გადაკიდებულმა ლეპტოპმა შემახსენა, რომ წვიმაში სეირნობის ხასიათზე არ ვარ, იქვე კაფეში შევედი და ერთ-ერთი ფანჯარასთან მდგარი მაგიდის სიმარტოვე დავარღვიე. წვიმაში სეირნობა.. ალბათ მარტო შეყვარებულს შეუძლია დაინახოს წვიმაში სეირნობაში რომანტიკა, სფინქსის თვალებში სევდა და ხიდან პატარა ზღარბისთვის ჩამოვარდნილ ვაშლში ღმერთი.. ფიქრებს ოფიციანტი მაწყვეტინებს, რომელსაც იმხელა მკერდი აქვს, კიბეზე რომ ჩადის, ალბათ სახეში ხვდება. – რას მიირთმევთ? – ერთი ძილი – უკაცრავად? – ერთი ლატე და ტირამისუ.. სითბოდან გარეთ სიცივეში ყურება მსიამოვნებს, მერე რა თუ ლეპტოპში უკვე საკმაოდ დამიგროვდა დაუმთავრებელი ნაწერები, მერე რა, ფანჯრის პირდაპირ კედელზე მიწერილი ინიციალების შეკრებაც აღარ უდრის გულს, მაგრამ ყველას კიდია, მითუმეტეს ამ კაფეში მყოფ საზოგადოებას. ამათგან ხომ თითქმის ვერცერთი ხვდება რა განსხვავებაა ფსიქოპატს და სოციოპატს შორის. ზოგს საერთოდ ვერ გაურჩევია სული, ნამცხვარი და პიცა. მერე რა, აქ ხომ დროის და ფულის კურსი ერთმანეთს დაემთხვა..

თვალებში ჩაზრდილი გისოსები. ალბათ მაინც შეამჩნევდით რომ გაზაფხულია. ხო ჩვენთანაც მოვიდნენ პეპლები, როცა სამშობლომ მეიმდენე გასაჭირი გადაიტანა, რომ გადატანითი მნიშვნელობა შეიძინა სიტყვა სამშობლომ. უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის გაუმააარ… ჩვენ კი ჩუმად ვართ.. კარგით, სანამ ვიღაც ფრანგი არჩადენილ გმირობას გვაბრალებს, მე მოგცემთ სიყვარულს დიდი ტირაჟით, რამდენიმე აიღეთ, ხშირად ტყდება. და ისევ, მერერა თუ ბევრს უნდა ამ ქვეყნიდან წასვლა, უბრალოდ ზედმეტად რთულია იმეფო იქ, სადაც ტახტი მოპარულია.. ჯიბეში ჩუმათ შეკრული მუშტი ისევ იმეორებს: მთვარეს კიბო აქვს.. ჯიბის ჰაერი. თითქოს დრო კიარა, მზე გაგვითავდა და სადღაც შორს, წვიმამ ჭვავის ყანა გადაწვა.
ისევ გამაწყვეტინეს ფიქრები, ამჯერად კაფის გამჭირვალე კარზე ჩამოკიდებული პატარა ზარის ხმამ. უნებურად კარისკენ გავიხედე და დავინახე გოგონა, ლურჯი თმით, პატარა კურნოსა ცხვირით, საყვარელი სველი ტუჩებით, მწვანე თვალებით კაფეს ათვალიერებდა და თან შარფს იხსნიდა გრძელი ყელიდან. ალბათ 18ის იყო, ძალიან ელეგანტურად ეცვა და საერთოდ წამიერად ისე მოვიხიბლე მისი უნაკლობით, რომ როცა კაფის მოთვალიერებისას მზერა ჩემზე შეეაჩერა და თვალებში შევხედეთ ერთმანეთს, გამეღიმა და მაშინვე გადავიტანე მზერა ლეპტოპში გახსნილ გვარდიოლას წასვლის ნიუსზე, მაგრამ მაინც შევამჩნიე როგორ გაეღიმა თვითონაც.. იქნებ უდაბნო ღმერთმა სწორედ იმიტომ შექმნა, რომ ადამიანებმა ხეებს გაუღიმონ. მოდახვეწილო ტიპაჟი ჩემი მაგიდის პირდაპირ დაჯდა და ესპრესო და შოკოლადი შეუკვეთა. მე ისევ ლეპტოპს დავუბრუნდი და ალტერეგოსთან ბოლო სტრიქონის შეცვლაზე კამათის გამო, ვერ შევამჩნიე როგორ მომიახლოვდა და ჩემ მაგიდას მოუჯდა. ფიქრები ამჯერად მისმა ნაზმა ხმამ გამაწყვეტინა – წეღანდელ გაღიმებას, რამე სიტყვებს ხოარ დაამატებდი – და სიგარეტს მოუკიდა. შენობით მიმართვამ თითქოს უცნობობის ბაიერი წაშალა და საუბარი გავაბით. აღმოჩნდა რომ, წიგნის ფურცლებისგან ჩიტების კეთება და Kent-ის კოლოფიდან კენტად დარჩენილი ღერის მოწევა ორივეს გვიყვარს. თითქმის ყველ-არა-ფერზე საუბრისას დრო შეუმჩნევლად გავიდა და კედლის საათი უკვე 12ს კაწრავდა როცა საფერფლეს გამოსაცვლელად მოსულმა ოფიციანტმა გვითხრა – მალე ვიკეტებით. კაფიდან გავედით, იქვე ჩემ სახლში და გვქონდა საუცხოო სექსი, მერე რა, ეს ხომ თბილისია, აქ ყველას ყველა კიდია და უყვარს..

before/after ნიჭიერი..

Read more of this post

inspiration in action.

საათი სამის ნახევარს კაწრავს. 2 ივნისი თენდება. ტანსაცმელ გაუხდელი ვწევარ ლოგინზე, გახურებულ სახეს მარის ცივი სუნთქვა მიგრილებს და სხეული 1ივნისის კონცერტის afterpartyს დროს მიღებულ ალკოჰოლს ნელნელა აორთქლებს. თავში ფიქრები ირევა რიგრიგობით: მერე რა თუ ოდესმე, მომავალში სიამოვნებით დავიხოცებით..მერე რა თუ სიყვარულში საერთოდ არარის ლოგიკა..ღია ფანჯრიდან სიცივე მაფხიზლებს და ახალი ფიქრი იბადება: მოდი ერთხელ ჩვენ გავიღოთ და ფანჯრები გადახტნენ..ამ დროს რაღაც წარმოუდგენელი ხმაურით აზანზარებს სახლს და ხმაურთან ერთად აივნის პარარელურად ყვითელ წერტილად მიქრის ცაზე. ძლივს წამოვიწიე და აივანზე გავედი. ყვითელი წერტილი ქალაქის თავზე წრეს არტყავს და უცებ პარლამენტის ადგილას დიდი ბოლი ჩნდება, მერე ხმაც აღწევს, შემაძრწუნებელი დანგრევის ხმა, თბილისი დაბომბეს.. გაშეშებული ვდგავარ, თავში ყველაზე საშინელი სცენარი მიტრიალებს და არვიცი რამდენი წამი თუ წუთი ვიდექი გაშეშებული როცა დაბომბვის ადგილიდან ქარის მოტანილმა კვამლა გამომაფხიზლა. ოთახში  შევბრუნდი და მარის პატარა ბავშვივით უმანკო გაოცებულ თვალებს შევეჩეხე, თვალებს, რომლებშიც ერთადერთი საღი წინადადება იღვრებოდა: თავს თუარ გვანებებენ, ლოგონში ნამცეცებს მაინც ნუ გვიყრიან. გონებაში ვიღაც ლოგიკას ალოგიკურად მილაგებს და მარტო იმას ვხვდები, რომ რამე უნდა ვქნა სანამ ჯერ კიდევ შერჩა წამი კედლის კალენდარს.. უნდა წახვიდეთ, ჩამყვირის ძილი, რომელსაც ხელზე სიკვდილის თითი აქვს და ვუჯერებ. ტვინში რაღაც გეგმისმსგავსი ყალიბდება. მარის ვანიშნე რო ჩაიცვას და გვერძე ოთახში გავედი, ჩემი ფეხბურთის ჩანთა ავიღე, სწრაფად დავცალე ბუცების და ფორმისგან, უცებ გონებაში რაღაცამ გაიელვა და ბუცები უკან ჩავაბრუნე, ჩემი საგვარეულო კოლექციის სტენდთან მივედი, ორი შაშხანა და მაუზერი თავისი ტყვიებით ჩავიდე ჩანთაში. მერე სამზარეულოში გავედი, მაცივრიდან რამდენიმე ბოთლი ლიკანიც ჩავდე და საძინებელში შევბრუნდი, უკვეჩაცმული მარი მობილურზე ცდილობს დარეკვას, მაგრამ სახეზე ეტყობა რო არ იჭერს. დაიკიდე ალბათ გადამცემი ანძებიც დაბომბეს..ეს ვთქვი და სიტყვა დაბომბვაზე ორივე გავიყინეთ.. შეიძლება ეს თითქოსდა მოლოგიკურო წინადადებაც ისეთივე სისულელეა, როგორც, მაგალითად, ზაფხულის წვიმაში ქოლგით სიარული მაგრამ..რამდენიმე წამში გამოვფხიზლდი და მაგრად ჩავეხუტე – ხო ყველაფერი კარგად იქნება? ჩამჩურჩულა შიშისგან გაბზარული ხმით და თითქოს ჩემში რაღაც ნაწილი მოკვდა, ნაწილი, რომელსაც უნდოდა ეყვირა რო კარგად კიარა ყველაფერი ძალიან ცუდადაა და ა.შ მაგრამ, დაიკიდე,მიყვარხარ,გადავრჩებით – მეორე ნაწილმა ეს სამი სიტყვა უპასუხა რატომღაც..მიბრუნდა და უკვე ჩემი მობილური აიღო, ჯეოსელის კარტა გამოცვალა და ჯერ მაგთი ჩადო უშედეგოდ, არ იჭერს ბლიად, აღმოხდა უკვე ზიზღნარევი ხმით, მერე ბილაინის კარტა და უცებ სიგნალის რამდენიმე ხაზიც აციმციმდა. რაღაც ისეთი გრძნობა დაგვეუფლა ორივეს, გული გალაქტიონივით გაგიჟდა და.. სანდროსთან დარეკე, მამამისი გენერალია და რამე ეცოდინება – ვუთხარი ყვირილით, ალბათ მცირე იმედისგან გონებამ ყვირილი არჩია ემოციების გადმოსაცემად ჩემდაუნებურად. გათიშული აქვს – ყველას გათიშული აქვს, რა ხდება ამიხსენი ზიჩ – და თვალები აუწყლიანდა. მე ჯერ ადგილზე ვიდექი, მაგრამ სული ეგდო,  თითქოს მასისგანდამარცხებული და გათელილი, მაგრამ მაინც მზად იყო ხელი შეეშველებინა დაცემული ანგელოზისთვის. ვეღარ ვფიქრობ, რახდება საერთოდ? უკვე ყველა ფიქრი რუსეთს და საშინელებას დაუკავშირდა. ლეპტოპი,  მობილურები და სანთებელები ჩანთაში ჩავყარე, მოვიკიდე, მარის ხელიჩავკიდე და სახლიდან გამოვედით. – სად მივდივართ? – ჯერ არვიცი. არ შეგეშინდეს, მთავარია სტრატეგიული ადგილიდან შორს წავიდეთ და მერე რამე იქნება – მაგრამ ამ პასუხს და მითუმეტეს სიტყვა სტრატეგიას მისთვის ალბათ არანაირი გაგება და ახსნა არ ქონდა ამ წუთებში და დანარჩენი ახსნის გარეშე ვაკოცე და ჭავჭავაძეს ჩავუყევით, თითქმის სირბილიდ მივდიოდით ჩაბნელებული ლამპიონების ფონზე და როცა გრიბაედოვის შესახვევამდე ჩავაღწიეთ, რუსთაველზე სიჩუმე დაირღვა, რაღაც დიდმა მწვანე რაღაცამ გაიარა, რომელსაც ასფალტზე დატოვებული მუხლუხოების ამომტვრეული ნაკვალევი და მწყობრი ფეხის ხმა მოყვა, მორფის კაფსულის თავისმომტვრევის სიჩქარით შევუხვიეთ მაშინვე მარცხნივ და გრიბაედოვს გავუყევით სირბილით. ირგვლივ ყველაფერი ჩაბნელებული იყო, მარტო პირდაპირ, მოსახვევში ანათებდა რაღაც ძლიერად რუსთაველიდან და ხმაური ისმოდა. ჩასახვევამდე სადღაც 50 მეტრიღა იყო როცა იმ შუქის ფონზე ვიღაცის სილუეტი გამოჩნდა კედელზე. მარის ვანიშნე რო გადაერბინა და სადარბაზოს კედელს მოფარებოდა, მე მეორე მხარეს დავრჩი და იქვე მანქანის უკან ჩავიკუზე. სილუეტის ხმა ნელნელა მოახლოვდა, მანქანას ჩაუარა. შავი ფორმა, ხელში ავტომატი და ახლა უკვე მკაფიოდ შევამჩნიე ჩაფხუტზე უკანა მხარეს ინიციალები : USA.. ზიზღი დამეუფლა, მაუზერი ამოვიღე ძალიან ნელა და ზურგში დავუმიზნე..რამოხდებოდა ამ ჯარისკაცის ადგილას ყოფილიყო ვინმე უფრო პოეტური, უფრო მენატვრისხე და უბრალოდ უფრო თბილი.. მაგრამ ის აქ იყო, ჩემი სიყვარულისგან სულრაღაც 20 ნაბიჯში და შეიძლება საერთოდ ქალთან არც კი ნამყოფი :| მთელი ნებისყოფა ერთ ხელში მოვიკრიბე, სასხლეტს შევეხე, მაგრამ..არ შემიძლია, ვერ ვისროლე. ვერ მოვკალი ეს ვიღაც ქოვბოი, არადა არ ვარ ისეთი, რომელიც მარტო იქ შედის, სადაც უშვებენ მაგრამ, ადამიანის მოკვლა რაღაც დაუძლეველი აღმოჩნდა და დროც გულში მირტყავდა ყოველ წამს მოუთმენლობისგან, ჩანთიდან შაშხანა ამოვაძვრინე ფრთხილად და წამოვიწიე, ამ დროს მხარზერაციაში ვიღაცის ხმა ჩაირთო, ამერიკელი შეჩერდა და ყურზე მიდების და თითქოსდარიგების მიღების მერე, რაღაცის მოხსენება დაიწყო აქცენტით, ნელა გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი მისკენ და მთელი ძალით ჩავარტყი კისერში შაშხანის კონდახი.. დაეცა და რაღაც თქვა, ძალიან შემეშინდა როცა გავიაზრე რო არ გაითიშა და როცა წამოიწია ინსტიქტურად მთელი ძალით ჩავარტყი ფეხი სახეში და სახეჩატეხილმა კეფა ასფალტს დაარტყა და ადგილზე გაიყინა. სისხლის ნაკადი გამოვიდა მისგან და ჩემ ფეხებშუა გაიარა. წითლის დანახვაზე გამოვფხიზლდი და თავიდან მეგონა რო მოვკალი, ის არა, ვიღაც სხვა, ჰიტაჩი, უფროსი ძმა.. და ვერც შევამჩნიე როდის მოგვიახლოვდა მარი და როდის მოასწრო დახრა მისთვის პულსის გასასინჯად – ცოცხალია, რა ვუშველოთ? – ამომხედა ტირილით..ჩვენი ცხოვრება გადაიდო, უამინდობის გამო…

iნიჭიერი

 

Read more of this post

ღია წერილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობას

თქვენ ხართ ყლეები.

ბაჯაღლო ყლეები.

ყლეთა ყლეები.

მოგიტყანთ ეგ დეგრადირებული ყლეური მართთველობა.

2xYoung

გარეთ ცივა, მთვარეებდათხრილ ღამეს მიათრევს ქუჩაში რიჟრაჟი..ჩარლსა და ჩაპლინს შორის დამარხული სპენსერივით ვწევარ აივანზე, როგორც ბიში შელის ღრუბელზე და მკიდია ყველაფერი ჰედონიზმურად, როგორც მერცხლებს ვიზა. შენ ჩემ დანომრილ ფილტვებზე გიდევს თავი და მაუზერით გახეულ სულს ვნებით მიკერავ. იმ სიყვარულით, ყველას რო მარადიული გონიათ, სინამდვილეში კი სულრაღაც მთელი სიცოცხლე გრძელდება.. დრო კაწრავს სამის ნახევარს. აივნის ხედი : სამი წერტილის სამეფოა.. ჟოლოპის ერთნახადი წვიმა ხეთქავს გრძნობების ჭაბურღილიდან სადღაც მის ცენტრში.. აივნის კუთხეში მაგიდაზე გადაშლილი ჯოისი, რომელსაც მონროზე უკეთ იხდენ.. მკერდის დოგმებიდან გაიქცა დამნაშავე გრძნობა. ამაყად. ისევ. შენი გულისკენ.

დომენიკოს შემოარტყით, დედამიწა შენელდა უსიყვარულობის გამო. ჩემთვის სულერთია, ჩვენი პეპლები მაინც იგივე სიჩქარით დაფრინავენ. შენი გულისცემა სისხლს მითბობს და მაჯაზე სკალპივით მეხდება პულსი. სხვებს გალაქტიკას ნასა უშუქებთ, ჩემთან ჩემ ნასას შენი ვენერა აშუქებს..ცას შევეხეთ და..კარის პოეტად ჩემნაირებს არ იღებს ღმერთი, იციან, შეცდომისას სიტყვის შებრუნება ვიცით პოეტებმა. მათ კი, შეუცდომლად ჩარევა არ შეუძლიათ ჩვენ ცხოვრებებში..შენი ნეკას ფრჩხილივით, შავ ზღვაში თეთრად ჩაგდებული მთვარის ფონზე, შუბლთან თითების ტრიოს ყოველი მიტანა მოწმობს იმაზე რომ პოეტთან ღმერთიც მუდამ აგებს, თუმცა ამ მოგებასაც თვითონვე უფალს ვუძღვნით.. ამადეოს ფუნჯისგან განსხვავებით, წითელი ღვინის ბოთლის მაგივრად, ჩემი კალამი დიადი სტროფების დაწერის შემდეგ შენ მკერდზე იძინებს, ჩემთან ერთად.. შენთან დაძინებაც სიცოცხლეა, იქ, ოცნებებში. გახსოვს? ამაზე გვიკამათია კიდეც, სახურავზე. მაგრამ ეს კამათი დაუწყებლად მოვკალით ჩვენი სიტყვების ბოლოს ”იმჰო”-ს დართვით და ჩახუტებით..
ნისლში, სადაც ყველა-ფერი იგულისხმება. დიალოგი. ჩურჩული. მარტო ჩემი და შენი. შინაარსის ისეთის, რასაც არავინ დაწერს ბლოგზე არასოდეს. ”რაღაცაზე” გახსენული, ჩემი ლექსიდან ციტატას ამბობ სხვანაირი, აღმატებული ხმით, მე რო მაგიჟებსს.. არ მიყვარხარ, გაღმერთებ.. ხო, ჩემი ლექსები. ნახევარს დღესვე დავწვავდი მუსიკის წერა რომ არ შემეძლოს.  ნისლს ისევ თოვლი სერავს..წვიმა მინდა, ამბობ ჩურჩულით..მეც მინდა..ვფიქრობ ჩემთვის, არ მინდა სიტყვებზე სავსე სიჩუმის კვლავ დარღვევა და..რა წვიმა? წყალი კი არა, წყურვილიც დაშრა..მერე რა, ჯერ პატარები ვართ, ერთმანეთს თუ გადავწვავთ, ისევ გამოვცვლით.. სასაცილოდ ჟღერს..როგორც ღმერთი ბარსას 10 ნომერი მაისურით, ერთ ხელში თეთრი ბაირაღით და მეორეში 99 ფრანკით..

vers libre

საკუთარ ფრთებს ჩამორჩენილო ჩიტებო, წავიდა თქვენი გროტესკული მეოცე და შეგვეშვით. დავიღალე ამდენი რიტმით გადაფარული უაზრობით. ვერასდროს შეიცნობთ გიჟური თაფისუფლების გემოს ვერლიბრის გარეშე, ისევე როგორც შ-ს Portishead-ის წარმოთქმისას. 21 საუკუნიანი სასჯელის შემდეგ, თავისუფლებასაც შეახეს ამნისტიის ფრთა და საბოლოოდ გაათავისუფლეს. თავისუფლება თავისუფალია და რა? თქვენთვის ჰაიკუც ისევ ერთი უაზრო წინადადებაა და ჩემთვის ძალა ცხოვრების გაგრძელების. თუმცა ამ სიკვდილმისჯილების აშენებულ სამყაროში თვალების დახუჭვაც ძალაა, ძალა ყველაფრის გაქრობის. გაძლიერების მოტივიც კი აღარ შემოგრჩათ, რა მოტივი, სიყვარულიც კი აღარაფერს ნიშნავს თქვენთვის.  უმოტივაციო არსებებო,  სეირნობისას უკვე ისე მიეჩვიეთ მარტოობას, ჯიბიდან ხელის ამოღებაც გეზარებათ, რომ ვიღაცას ჩაჰკიდოთ. მაღალ სკამებზე ჯდომის და ფეხების ჰაერში ქანაობის მაგივრად უბრალოდ გაიყინეთ თქვენი გულებისავით, მოგეყუდებით მაინც..

ღამემ ზამთრისგან გაიგო რო მზე არასდროს ჩადის და მაგრად გაუტყდა. შენი ცრემლების პიკირება ნერვებზე მშლის. შენი მეექვსე პლანეტა ჩემი მეორე მთვარის ირგვლივ ბრუნავს და ა.შ. სიკვდილი მოდის, გაიწიეთ და მე – პეპლების საჭერი მომაწოდეთ, დასაჭერია, მას არასოდეს დაუხატავს მზე კუთხეში. მერე რა, თუ ზამთარში ერთმანეთით ვთბებით და თბილ საბანთან ერთად ზაფხულში გვძინავს. ირონიაში შემონახული ცოტა ღმერთი და ცივი ენთუზიაზმით სასაცილოდ შემორჩენილი წყვილი კვალი თბილისურ შავ ქუჩაზე. ლურჯი ვარდებიც ვარდულად ვვარდდებბიან თუ მივატოვებთ. მიტოვებაზე გამახსენდა, ადამიანებო, მოდით უხელთათმანოდ  ვიგუნდაოთ და სულის ბარიგებო, ნუ წამაკითხებთ იმას, რაც არ დაუწერიათ პოეტებს.

თუშეიძლება რეალობა ოდნავ გამიზავეთ და ყინულიც დაუმატეთ, ისეთი მშრალია ვერ ვუძლებ. აქ, საქართველოში, ყველას გაუზავებელი სიცოცხლე ჩამოუსხეს, მათაც კი, მსოფლიოსთვის რო იბრძოდნენ, თმა გაიჭაღარავეს ჩვენი მომავლისთვის, მკერდი დაიმძიმეს აქაიქ ჩარჩენილი ტყვიის ფრაგმენტებით და გარედან უამრავი მედლით და ახლა,  იაფფასიანი არყით წამოწითლებულები უყურებენ როგორ მღერიან ტელევიზორში ბედნიერებისგან თმაისევგაშავებული მოხუცები – ღმერთმა დალოცოს ამერიკა-ს. მოვა დრო და აქაც, გამათბობელზე გამთბარი ტანსაცმლით წამოიჭრებიან და ჩახლეჩილი ხმით დაიხრიალებენ: ღმერთმა დალოცოს საქართველო..მანამდე, ეს ქვეყანაც ჰერბარიუმი იქნება, ძველებით.. მოვა დრო და როცა ისინი გაივლიან იესოს თითებს ზემოდან ქვევით, მერე დავაფასებთ.. მე უკვე გავიარე ეს გზა თითოეულ სტრიქონში, როგორც ყველა შეშლილმა პოეტმა და შენთვის, პოეტის პოეტი შეყვარებულისთვის გავაგრძელე ამ ცხოვრების ადაჯიო. თბილისის დროით უდროობის დროა, დრო ჩემი წასვლის ლეპტოპის ენერგიის ბოლო 7%-თან ერთად და, უჩემოდ ამოიღეთ წიგნიდან ხმელი გვირილები..

© მანქი, დოდკა, საბუნია და ა.შ…

გუშინ რეპეტიციის მერე დაღლილი ავედი სახლში, წამოვწექი, ლეპტოპი გავხსენი, რომელშიც არ მახსოვს რატო, მაგრამ ბლოგერების გრუფი იყო გახსნილი.

დაპოსტვა დამეზარა და ძველი დოკ.ების გადაკითხვა დავიწყე. მერე წავაწყდი მანქის შექმნილ ”ოღჩ” ტექსტს და მოკლედ, ეს ისტორიას უნდა შევუნახოთ <3

რატომ გადავიდნენ ქათმები ქუჩაზე

Read more of this post

off

მაგიდაზე მარტინი, ლატე და ტირამისუ, წინ მარი და გარეთ ღამე. ფანჯარასთან ვზივართ და სიბნელეში ჩემი წარსული იშლება.. წარსული, რომელიც ვენებსაც კი ვერ გადაიჭრის, ისე დაუგრძელდა მკლავები ჩემ სულში ფათურისას და მისი ერთადერთი დადებითი თვისება ისარის, რომ წარსულია. წვიმაც დაიწყო და სიმსივნესავით გახშირდა. წვეთების მეტასტაზებმა გადაშალეს ყველა წარსული დღე ჩემ თვალწინ.. შემეშვით, ამ დღეებში ვერ ჩამრგავთ რადგან მე ჩიტი ვარ, არა არა, ფრენა არშემიძლია, უბრალოდ დაცემის შიში განვიცადე მთელი სიცივით.. მარტინიც ცივია, ყავა ცხელი და თუ გსურთ რამე ნეიტრალური, ჩემ სისხლზე დამეწვიეთ: ცისფერი, ნახევრადმშრალი, თექვსმეტწლიანი დაძველებით, შემორჩებოდათ ბეღურებს ორიოდ ჭიქა.

და აი, დედამიწა მზის სისტემიდან გარიცხეს. იმის გამო, რომ   ”ყველაფერი კარგადაა”ს უკან უკვე ზედმეტად ბევრი ტკივილი დავმალეთ. სასოწარკვეთილმა დედამიწამ ვენები გადაიჭრა და ხალხმა. იმის მაგივრად რომ მაშინვე დახმარებოდნენ და თუნდაც მათივე ხორცით დაეფარათ მისი ჭრილობები, ისეთი ნაჭრის ძებნა დაიწყეს, რომელიც მის სისხლს მოუხდებოდა ფერით..გალანტურია? დედამიწა იცვლება და მზის იმედიც დიდი ხანია აღარ არის. გამატარეთ, გზიდან ყველა ჩამომეცალეთ. ჩიტის ბუდემდე მის სხეულსაც თვითონ ავიტან და ნაცრისფერ თბილისში ჩემ სიცოცხლეს დავაწურავ თავზე მთაწმინდას. ქალაქში სადაც მართლმადიდებლური მოტივით შემომახვია საზოგადოებამ ყელზე თოკი, კვანძის შეკვრისას თითები შეუმოსავ ხორცს შეახეს და იგრძნეს, რომ პროტესტის გამოხატვის ერთადერთ გზად დამალვაღა დარჩათ და ყოველი მზიანი განთიადი სხეულზე ეწვით. ამათგან განსხვავებით, ჩვენ, წვიმიანი პაემნიდან მოვედით.

წარსული დავტოვე გაქცეულ კადრებად. ჩვენც ხო, კადრებად დავიწყეთ და..ფილმად დავმთავრდით…ამდენი ფერმკრთალი გენიოსი ღიმილის გრაციოზულობით საიდან მოათრიეთ? ჩემი თავიც მეყოფა გიჟი, ისედაც დაღმართი ვარ, გამათანაბრეთ. ან მომეცით suckართველოს ბიუჯეტიდან ჩემი წილი ჰაერი და წავალ. თქვენ დარჩით, გჯეროდეთ რომ გაიზრდებით და გადაიღებთ პანდასთან სურათს, იმედი ბოლოს კვდება, მაგრამ ისიც თავს იკლავს…

მოკლედ, ესეთი არის ჩემი  დედამიწა, ჯერ აირჩიეთ სამშობლო და მერე შემოდით!